ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში ხშირად გვესმის განსხვავებული მოსაზრებების/პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებისა თუ დისკრიმინაციული მოპყრობის სხვაგვარი შემთხვევები.
საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, შრომის უფლება, არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმების, შრომის სამართლიანი ანაზღაურებისა და სათანადო პირობების უფლებას. შრომის უფლების განუყოფელი კომპონენტია დასაქმებულის უფლება უზრუნველყოფილი იყოს შრომის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოთი. აღნიშნული ასევე გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას განსხვავებული მოსაზრებების ან/და პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის თავისუფლებას ადამიანის პიროვნული თავისუფლების, ღირსების დაცვის, მისი თვითრეალიზაციისა და განვითარების კონტექსტში განიხილავს[1]. ამდენად, დასაქმების სფეროში ნებისმიერი უარყოფითი პრაქტიკა, რომელიც შესაძლოა დისკრიმინაციის ფორმას იღებდეს, წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ ღირებულებებთან.
საჯარო დაწესებულებებში განსხვავებული მოსაზრებების/პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის შეფასებას სახალხო დამცველი შესაბამისი სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს. წინამდებარე ბლოგში დეტალურად იქნება მიმოხილული აღნიშნულ კრიტერიუმებთან მიმართებით სახალხო დამცველის პრაქტიკა. კერძოდ, დისკრიმინაციაა, მათ შორის განსხვავებული მოსაზრებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.[2]
1. უფლება, რომლის განხორციელებაც დისკრიმინაციის საფუძველზე ეზღუდება განმცხადებელს
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შსახებ“ საქართველოს კანონის მიზანს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ გულისხმობს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით აღიარებული უფლებებით თანასწორად უზრუნველყოფას. ამდენად, სახალხო დამცველის პრაქტიკაში დისკრიმინაციის არსებობისთვის პირველ კრიტერიუმს კონკრეტული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა/ვერ განხორციელება წარმოადგენს.
ამდენად, დისკრიმინაციული მოპყრობის შეფასებისას, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე უფლებით სარგებლობის შეზღუდვას. საჯარო დაწესებულებაში განსხვავებული მოსაზრებებისა და პოლიტიკური შეხედულებების დისკრიმინაციის შედეგად შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო გარემოს, პიროვნული და სამეცნიერო განვითარების უფლებების შეზღუდვას ანდაც სასახურიდან გათავისუფლებას.
მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ ხდებოდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების საშეშე მერქნით მომარაგება მათი განსხვავებული შეხედულებების საფუძველზე, რაც მათ მძიმე სამუშაო პირობებში აყენებდა და ხელს უშლიდა სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაში.[3]
2. ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა
დისკრიმინაციის დასადგენად აუცილებელი პირობაა კანონით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას არსებობდეს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. აღნიშნულ ეტაპზე სახალხო დამცველი ხელმძღვანელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, რის მიხედვითაც „იმისთვის რომ დადგინდეს დისკრიმინაცია, პირები არსებითად თანასწორები უნდა იყვნენ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში და ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმებით მსგავს კატეგორიაში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა და ურთიერთობაში“[4].
აღნიშნული კრიტერიუმის უკეთ წარმოსადგენად, სახალხო დამცველის პრაქტიკიდან შეგვიძლია მოვიხმოთ საქმე, რომელზეც განმცხადებელთან მიმართებით ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ შრომითი ურთიერთობა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე, ვადაზე ადრე შეწყვიტა. ამ დროს განმცხადებელი არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა იმავე დაწესებულებაში მყოფ ყველა იმ პირთან მიმართებით, ვისაც გაფორმებული ჰქონდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და არ მომხდარა მათთან შრომითი ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტა, ხოლო მეორე მხრივ, ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა იმ პირთან მიმართებით, ვისაც არ ჰქონდა დამსაქმებლისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები[5].
3. დისკრიმინაციისგან დაცული ნიშანი
დისკრიმინაციის დასადგენად აუცილებელი წინაპირობაა ასევე ის, რომ განმცხადებელი სხვა პირებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული იყოს კონკრეტული ნიშნის საფუძველზე. დისკრიმინაციული ნიშნის არსებობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებულია და ამ მხრივ კანონმდებლობაც არ ზღუდავს სახალხო დამცველის მიერ მხედველობაში ისეთი დისკრიმინაციული ნიშნის მიღებას, რომელიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში პირდაპირ არ არის მითითებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაში „პოლიტიკური ან სხვა მოსაზრება“ პირდაპირ არის ნაგულისხმევი როგორც დისკრიმინაციისგან დაცული ნიშანი[6].
4. ლეგიტიმური მიზანი და განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული დასაბუთება
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის თანახმად, არსებითად თანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება კანონიერად, თუ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, ასეთ მოპყრობას აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და გამოყენებული საშუალება დასახული მიზნის თანაზომიერია. აღნიშნულ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების ტვირთის განაწილებას, რომელიც იმპერატიულად მოპასუხე მხარეზე გადადის. აქედან გამომდინარე, სწორედ საჯარო დაწესებულებას ეკისრება პოლიტიკური შეხედულებების ან განსხვავებული მოსაზრების საფუძველზე განსხვავებული მოპყრობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, თუ რა გარემოებებმა განაპირობა განმცხადებლის გამორჩევა სხვა, მასთან იდენტურ მდგომარეობაში მყოფი პირებისგან.
მოცემულ კრიტერიუმთან მიმართებით სახალხო დამცველის პრაქტიკიდან საინტერესოა საქმე, რომელიც შეეხებოდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტის[7] დაფინანსებაზე უარის თქმას დირექტორთა საბჭოს მხრიდან, განმცხადებელთა მიერ გამოხატული განსხვავებული შეხედულებების გამო. განმცხადებლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი და ხელოვნების მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები, რაც საფუძვლად დაედო მათი პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ საჯარო დაწესებულებას ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი დიფერენცირების გასამართლებლად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრობის სამინისტროს სახალხო დამცველისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლების მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრებების გამო.
ზემოთ განხილული სამართლებრივი გარემოებების მიმოხილვის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებში არსებობდეს ისეთი გარემო, რომელშიც საჯარო მოხელეები დაცულნი იქნებიან პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობისგან. ამდენად, თითოეულმა საჯარო დაწესებულებამ განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღოს საჯარო მოხელეთა შეხედულებების საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან დასაცავად, ან ასეთი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში – მის დროულად აღმოსაფხვრელად.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საჯარო მოხელე განსხვავებული მოსაზრებების/პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე გახდება დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, მას შეუძლია მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის შესახებ. სახალხო დამცველი თითოეულ ასეთ შემთხვევას ჩვენს მიერ განხილული სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე განიხილავს.
ავტორი: ვასილ ჟიჟიაშვილი
ბლოგი მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერილი პროექტის : “Შრომითი უფლებების ადვოკატირება საჯარო სამსახურში” ფარგლებში. შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას და დონორის ორგანიზაციის პოზიციას.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია თიანეთის მერს თამაზ მეჭიაურს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2019040914345188731.pdf
[2] იქვე.
[3] იქვე.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2.
[5] საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური ნიშნით დისკრმინიაციის აღმოფხვრის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2022020216464358241.pdf
[6] Handbook on European non-discrimination law 2018 edition, გვ. 222.
[7] საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეგული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევის შესახებ.
სიახლეებს მიიღებთ ელ ფოსტაზე:
ზოგადი პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და თქვენ მიერ შერჩეულ ტრენინგ ცენტრს (შემდგომში „ტრენინგ ცენტრი“, „ჩვენ“, ბიურო ან elearning.csb.gov.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს კუთვნილი ვებგვერდის/აპლიკაციის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს ბიუროს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ტრენინგ ცენტრების მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს, რომელსაც გთავაზობთ სხვადასხვა კურსების შესაძენად.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 1-ით (იხ. დანართი 1 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა).
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს მოცემული პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი „წესები და პირობები“, შესაბამისად ვებგვერდზე რეგისტრაციისას და კურსების შეძენის შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების წესებსა და პირობებს, ასევე ვებგვერდის მიერ ტრენინგ პროვაიდერი ორგანიზაციისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას. elearning.csb.gov.ge უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში, რაც ავტომატურად განთავსდება ვებ – გვერდზე.
გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული წესები და პირობები შეიძლება იქნას განახლებული ნებისმიერ დროს ტექნიკური ცვლილების საფუძველზე. ჩამოთვლილი წესები და პირობები ვრცელდება მხოლოდ ონლაინ, ამ ვებგვერდით შეძენილ კურსებზე.
elearning.csb.gov.ge-ზე კურსების განთავსების წინ, ტრენინგ ცენტრებსა და ბიუროს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება/კონტრაქტი, რომელიც აცხადებს თანხმობას ბიუროს მიერ შეთავაზებულ სერვისზე.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
ორგანიზატორი – ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომელიც elearning.csb.gov.ge-ის სერვისით (ვებ-საიტი და მობილური აპლიკაცია) ახდენს ტრენინგ-კურსების რეალიზაციას.
მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი ტრენინგ-კურსების შეძენას. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს საიტის წესებსა და პირობებს ბილეთების შეძენის წინ, რომელიც იმოქმედებს შეძენის დასრულების შემდეგაც.
ვებგვერდი – ნიშნავს ბიუროს კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს: elearning.csb.gov.ge.
გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;
პლატფორმა -ბიუროს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ვებ-გვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის ბიროს მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;
სერვისის საკომისიო – ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებების საფასური (ბილეთის დაგენერირებას, სმს და მეილით ინფორმირების სერვისს და სხვ.)
ტრანზაქციის საკომისიო – ბანკის ან სხვა საგადახდო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საკომისიო ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის დროს. (ბილეთების შეძენა, თანხის დაბრუნება და სხვ.)
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
1. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
1.1 არის ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი.
1.2 არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ორგანიზაციის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
1.3 გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს (ელექტრონულად ღილაკის მონიშვნით, თანხმობის გაცხადების გზით) და შეასრულოს ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
1.4 გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
1.5 მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;
1.6 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
1.7 პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
1.8 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ორგანიზაციის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
1.9 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
1.10 თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ორგანიზაციამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
1.11 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ორგანიზაციას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
1.12. ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
1.13. არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
1.14. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
1.14.1. არღვევს ორგანიზაციის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
1.14.2. არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
1.14.3. არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
1.14.4. შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
1.14.5. მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ორგანიზაციის ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ორგანიზაციის წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხმარებელს ორგანიზაციისგან ნებართვა არ მიუღია.
1.15. იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
1.16. ბიურო არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
1.16.1. მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
1.16.2. მომხმარებლის მიერ ორგანიზაციისგან მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
1.16.3. მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
1.16.4. პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
1.16.5. ორგანიზაცია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ორგანიზაცია მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
1.16.6. ორგანიზაციია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
2. ბიუროს პასუხისმგებლობის შეზღუდვა
2.1. elearning.csb.gov.ge პასუხს არ აგებს მესამე პირების (მათ შორის კურს პროვაიდერების) მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება elearning.csb.gov.ge -ის ვებ-გვერდზე გადასვლა.
2.2. elearning.csb.gov.ge არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ- გვერდი ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
2.3. elearning.csb.gov.ge პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
2.4. elearning.csb.gov.ge პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ- გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.
2.5. elearning.csb.gov.ge იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც ორგანიზაციას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია ორგანიზაციის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საიდენტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.
3. ღონისძიების გაუქმება/გადადება/ცვლილებისა და დაბრუნების/გადაცვლის პოლიტიკა – ღონისძიების გაუქმების/გადადების/ცვლილების პირობები
3.1. ბიურო წარმოადგენს მხოლოდ შუამავალ ორგანიზაციას, რომელიც კურს პროვაიდერების დამატებულ კურსებს ადასტურებს და ხილვადს ხდის მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ბიურო პასუხს არ აგებს კურსის გაუქმების, გადადების, ცვლილების (ღონისძიების ჩატარების ადგილის, პროგრამისა და სხვა) შემთხვევაში. მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვება კურსის პროვაიდერების მიმართ. მიუხედავად ამისა, ბიურო შეეცდება დახმარება გაუწიოს მომხმარებელს კურსის პროვაიდერებთან დაკავშირებასა და სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.
3.2. იმ შემთხვევაში, თუ კურს პროვაიდერი ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული კურსის თანხებს, მომხმარებელს უბრუნდება თანხა სრულად ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით.
3.3. კურსის გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში elearning.csb.gov.ge უფლებას იტოვებს მოახდინოს იმ მომხმარებლის ინფორმირება, რომელსაც შეძენილი აქვს კონკრეტული კურსი. აღნიშნული წარმოადგენს ნებაყოფლობით მომსახურებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების, სატელეფონო კომუნიკაციის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით elearning.csb.gov.ge -ისათვის ცნობილ მომხმარებლის მონაცემებზე.
3.4. elearning.csb.gov.ge არის შუამავალი პლატფორმა მომხმარებელსა და ტრენინგ ცენტრებს შორის, რომელიც არ იღებს მონაწილეობას და არ არის ჩართული მის მიერ გასაყიდი ღონისძიებების საორგანიზაციო საქმიანობაში. ასევე არ იძლევა გარანტიას კურსის გაყიდვა/არ გაყიდვასთან ან/და კურსის ჩატარებასთან დაკავშირებით.
3.5. საიტზე კურსის განთავსება ხდება ტრენინგ ცენტრების სურვილისამებრ და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი კურსის საორგანიზაციო საკითხებზე როგორიცაა მაგალითად მაგრამ არ შემოიფარგლება:
– კურსების რაოდენობა;
– მაქსიმალური კურსების რაოდენობა, რაც დასაშვებია ერთი მომხმარებლის მიერ შეძენის შემთხვევაში;
– ასაკობრივი შეზღუდვა;
– კურსის ფასი;
– დაბრუნების/გადაცვლის წესი.
3.6. შეძენილი კურსის საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა წესების და პირობების 3.7-ში მითითებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
3.7. თანხის დაბრუნება საგამონაკლისო შემთხვევების დროს:
(ა) elearning.csb.gov.ge იტოვებს უფლებას, გაუქმებული ან გადადებული კურსის შემთხვევაში თანხის დაბრუნება განახორციელოს მხოლოდ არსებული წესებისა და პირობების გათვალისწინებით.
(ბ) elearning.csb.gov.ge მომხმარებელს ატყობინებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაციის, ელექტრონული ფოსტის, სმს შეტყობინების სახით ან/და სოციალური ქსელების საშუალებით.
(გ) გამონაკლის შემთხვევაში, elearning.csb.gov.ge-ს გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება elearning.csb.gov.ge -ს რეგისტრირებული მომხმარებლის ბალანსზე, ხოლო არარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ შეძენილი ბილეთის თანხა დაბრუნდება იმ ბარათზე, რომლიდანაც მომხმარებელმა განახორციელა გადახდა.
(დ) მომხმარებლის მიერ შეკვეთისა და გადახდის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში elearning.csb.gov.ge უფლებამოსილია მომხმარებლის მოთხოვნის მიუხედავად არ დააბრუნოს მომხმარებლის მიერ კურსში გადახდილი თანხა. ამასთანავე, elearning.csb.gov.ge არ არის პასუხისმგებელი წარმატებით გავლილი კურსის თანხის დაბრუნებაზე.
(ე) ბილეთების ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს ტრენინგ ცენტრი. ბიურო არ არის პასუხისმგებელი ტრენინგ ცენტრის მიერ კურსის ღირებულების მომხმარებლისთვის დაბრუნებაზე უარის გაცხადებით დამდგარ შედეგებზე.
(ვ) იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგ ცენტრი ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული კურსის თანხას, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ კურსის თანხა ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით.
4. მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ბიუროს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რაც წარმოადგენს ბიუროს -ის ანაზღაურებას მომხმარებლის მიერ სადავო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი საფასურიდან, ყველა გადასახადის, მოსაკრებლისა და საკომისიოს გამოკლებით. მომხმარებლებისაგან ბილეთებთან დაკავშირებული პრეტენზია განიხილება მხოლოდ ღონისძიების ჩატარების თარიღამდე არაუმეტეს 1 დღისა.
5. მასალების გამოყენების პირობები
საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს ბიუროსა და ტრენინგ-პროვაიდერების საკუთრებას და მისი გამოყენება ან დუბლირება მათი წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
6.1 ბიუროს პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბიუროს ცხელ ხაზს:2 19 29 28 ან მიმართოთ ბიუროს ელექტრონული შეტყობინების გზით მისამართზე: elearning@csb.gov.ge
6.2. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ბიუროს ცხელ ხაზს:2 19 29 28 ან ვებგვერდზე არსებული სხვა საკომუნიკაციო არხებით), იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;
7. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტის წესი
7.1. ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
7.2. დავის განხილვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
8. კონფიდენციალობის პოლიტიკა
8.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. (კონფიდენციალობის პოლიტიკის გასაცნობად გადადით შემდეგ ბმულზე). ჩვენს ვებგვერდზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
8.2. Elearning.csb.gov.ge ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. ამასთან მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება (შეძენა ან შეძენის მცდელობა) წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. Elearning.csb.gov.ge უფლებას იტოვებს დაამუშაოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. Elearning.csb.gov.ge უფლებას იტოვებს, ხოლო მომხმარებელი თანახმაა, გადაეცეს მისი პერსონალური მონაცემები კურსის პროვაიდერებს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ანგარიშის გაუქმება და მონაცემების წაშლა თავისი პროფილის გვერდიდან.
8.3. Elearning.csb.gov.ge მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა. Elearning.csb.gov.ge პასუხს არ აგებს თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვა).
9. ერთიანი ხელშეკრულება
წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და ორგანიზაციას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
10. კომუნიკაცია
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ვებგვერდის ადმინისტრატორებს ელექტრონულ ფოსტაზე Elearning@csb.gov.ge ან ოფიციალურ Facebook გვერდზე, ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით (09:00-18:00).
11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
11.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.
11.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
11.3. მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს ბიუროსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების ბიუროსთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს პროვაიდერის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12. ცვლილებების შეტანა
12.1. ბიურო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
12.2. მომხმარებელი უფლებამოსილია ბიუროს ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
12.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 13.2 პუნქტში აღწერილი უფლებით, ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ორგანიზაციას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს ორგანიზაციის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.
13. გარდამავალი დებულებები
13.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
13.2. ბიურო უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ბიუროს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც ორგანიზაცია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
13.3. ბიურო იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
13.4. ბიურო უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მომხმარებლის ანგარიში (პროფილი) ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას ბიურო თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
13.5. ბიურო არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
13.6. ბიუროს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
13.7. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
დანართი 1
ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა
თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს ბიუროს პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან ბიუროს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე elearning@csb.gov.ge-ზე წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და მონაცემების წაშლა .
ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება კურს პროვაიდერის/ვებგვერდის მიმართ.
თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას – თქვენი ანგარიშის დახურვასა და მონაცემების წაშლას.
დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.
ბიურო ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ ორგანიზაციის ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ ორგანიზაციის აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.
ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ ორგანიზაციისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.
ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები.
ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში (პროფილი) /მონაცემები თუ:
– თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კურს პროვაიდერის/ვებგვერდის მიმართ;
– ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;
– ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
– ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
– არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;
თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
Email verified successfully! You can now log in using your credentials.
Your account has been deleted.
Unexpected error occured. Please contact administrator