გადადი მთავარ შინაარსზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პლატფორმის შესახებ

ელექტრონული საგანმანათლებლო პლატფორმის მიზანია საჯარო მოსამსახურეთა და დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის ზრდა. აღნიშნული პლატფორმა საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ ონლაინ კურსები, საგანმანათლებლო რესურსები და აქტივობები სწავლების კონკრეტული, სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული კონცეპტუალიზაციის სახით. 

პლატფორმა თავს უყრის დისტანციურ საგანმანათლებლო რესურსებს, პროფესიული განვითარების პროგრამებს, კურსებს, ცალკეულ აქტივობებსა და სხვა, როგორც სწავლების სინქრონულ (თანადროულ), ისე ასინქრონულ (თვითრეგულირებად) და შერეულ რეჟიმში. 

თვითმართვადი კურსები

თითოეულ მონაწილეს შეუძლია, თავად განსაზღვროს სწავლის ტემპი და შეარჩიოს სწავლის დრო საკუთარი განრიგის მიხედვით.

კურსების თემატიკა

შეესაბამება საჯარო სამსახურის ინტერესებს და იზნად ისახავს საჯარო სფეროში დასაქმებულთა ცოდნისა და უნარების გაძლიერებას.

ღირებულება

კურსების გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია სრულიად უფასოდ.

სერტიფიკატი

თითოეული კურსის დასრულების შემდეგ ავტომატურად გენერირდება ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ PDF ფორმატში.

ხელმისაწვდომი კურსები