News
ელექტრონული სწავლების უპირატესობები

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო, რომლის მიზანია საქართველოში ადმინისტრაციული და საკანონმდებლო პოლიტიკის, აგრეთვე საჯარო მმართველობის ეფექტური  რეფორმის დანერგვა, ახორციელებს საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსის მართვის სისტემების გაუმჯობესებას და ელექტრონული მმართველობის პროექტების შემუშავებას. 

ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად, საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს საჯარო სამსახურების წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას მრავალმხრივი სატრენინგო პროგრამებისა და კურსების საფუძველზე, რომელთა საჭიროებაც ვლინდება კვლევებზე დაფუძნებით, აგრეთვე სამსახურებრივი და კარიერული საჭიროებების დადგენის კონკრეტული, დამტკიცებული ფორმების მიხედვით. 

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც ბიუროს დაკვეთით ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას, პანდემიის პირობებში, საგანმანათლებლო კურსების დანერგვა მეტწილად მოუწია ელექტრონული სწავლების პირობებში, სინქრონულ რეჟიმში, ვიდეოკონფერენციებისათვის განკუთვნილი ვირტუალური აპლიკაციების მეშვეობით. აგრეთვე, პროფესიული განვითარების პროცესებს  ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის ბიუროს და პარტნიორი სერვისპროვაიდერების მიერ შემუშავებულმა ასიქნრონულმა კურსებმა, რომლებიც სხვადასხვა ვებრესურსის სახითაა ონლაინსივრცეში განთავსებული.

ელექტრონული სწავლებისათვის განკუთვნილი გარემო, გარდა სასწავლო მასალის მიწოდების მოქნილი გზებისა, საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ შემსწავლელთა პროგრესიასა და მიღწევებს,  გამოვიანგარიშოთ ცალკეული  მაჩვენებლები, გავაანალიზოთ პროცესები და ანალიზის საფუძველზე გავაუმჯობესოთ როგორც სასწავლო მასალა, ისე სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ოპერაცია თუ პროცესი. 

Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.