ხშირად დასმული კითხვები

რა არის პროფესიული განვითარების პროგრამა?

რა არის პროფესიული განვითარება?

პროფესიული განვითარება გულისხმობს უფლებამოსილებების განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების  განვითარებას. 

რას არის პროფესიული განვითარების პროგრამა?
პროფესიული განვითარების პროგრამა თანამშრომლისგან მოითხოვს ახლებურად ფიქრსა და ქმედებას, უბიძგებს მას ახალი თვალით დაინახოს არსებული რეალობა თუ სამსახურეობრივი მოვალეობა/ სამუშაო, აღნიშნული ფაქტორი პროფესიული განვითარების შედეგებზეც აისახება. 

როგორია პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით მიღებული სარგებელი?

პროფესიული განვითარების პროგრამებით ვიღებთ შემდეგ სარგებელს: ჩართულობის, კმაყოფილების ზრდა, საქმიანობაში დახელოვნება, მენტორისა და სხვებისათვის ცოდნის გადაცემის შესაძლებლობა, კარიერული განვითარება, სოციალური კონტაქტების დამყარება, ინტერესის დაკმაყოფილება და თვითრეალიზაცია.

ვის ეხება პროფესიული განვითარების პროგრამა?

პროფესიული განვითარების  საჭიროებების განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირი ყოველი წლის დასაწყისში, თითოეული მოხელის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ან/და საჯარო დაწესებულების სტრატეგიული მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე,  შესაძლებელია საჯარო დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა მიიღოს გადაწყვეტილება მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, წლის ნებისმიერ დროს.

რას ნიშნავს საბაზისო პროგრამები და ვისთვისაა აუცილებელი?

IV და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო  პროგრამა არის „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“,  ხოლო II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა −  „მოხელის მენეჯერული უნარები“.

პროფესიული განვითარებისათვის საბაზისო პროგრამას გადის პირი, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე პირველად ინიშნება მოხელის თანამდებობაზე, დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში.

სხვა მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის  საბაზისო  პროგრამის გავლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, საჯარო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე.

რას ნიშნავს დამატებითი პროგრამა?

დამატებითი პროგრამა შესაძლებელია იყოს ნებისმიერი მიმართულებით განსაზღვრული. 

დამატებითი პროგრამების გავლის საჭიროებას ადგენს თავად საჯარო დაწესებულება,  დადგენილი კრიტერიუმების  გათვალისწინებით:

ა) თითოეული იერარქიული რანგის თანამდებობისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) თითოეული მოხელის სამუშაო აღწერილობა;

გ) მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგები;

დ) საჯარო დაწესებულების სტრატეგიული მიზნები და საჭიროებები.

პროფესიული საჯარო მოხელის გარდა კიდევ ვის შეუძლია ამ კურსების გავლა?

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს ვებგვერდზე განთავსებული კურსები.

როგორ მოვძებნოთ სასურველი კურსი?

კურსის მოძიება შეგიძლიათ კატეგორიების ჩამონათვალიდან, ასევე შეგიძლიათ ძებნის ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულების კურსი.

როგორ დავრეგისტრირდეთ ვებგვერდზე?

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია და მიჰყევით ინსტრუქციას.

შეავსეთ გამოტანილ ფანჯარაში არსებული ველები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მობილური, პაროლი – ლათინური ასოებით, გაიმეორეთ პაროლი და ელფოსტა. შემდეგ მონიშნეთ ღილაკი: ვეთანხმები წესებსა და პირობებს და დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს. 

რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად, შეამოწმეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და მიჰყევით შესაბამის ინსტრუქციას.

როგორ გავიაროთ ავტორიზაცია?

elearning.csb.gov.ge:

ავტორიზაციისათვის დააჭირეთ ღილაკს ავტორიზაცია.

პირველ ველში შეიყვანეთ თქვენი ელფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდით ვებგვერდზე, მეორე ველში კი პაროლი და დააჭირეთ ავტორიზაციის ღილაკს.

moodle:

მუდლზე ავტორიზაციისათვის დააჭირეთ ღილაკს შემოსვლა.

პირველ ველში შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი, მეორე ველში კი პაროლი და დააჭირეთ შემოსვლის ღილაკს.

როგორ აღვადგინოთ პაროლი?

პაროლის აღსადგენად  გააქტიურეთ ღილაკი ავტორიზაცია. გამოჩენილ ფანარაში გააქტიურეთ ღილაკი პაროლის აღდგენა და მიჰყევით შესაბამის ინსტრუქციებს.

გამოტანილ ფანჯარაში შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც დარეგისტრირდით ვებგვერდზე. ახალი პაროლის შესაქმნელად თქვენ მიიღებთ ბმულს ელექტრონული ფოსტით.

როგორ დავრეგისტრირდეთ კურსზე?

ვებგვერდზე ავტორიზაციისა და სასურველი კურსის მოძებნის შემდეგ ვაქქტიურებთ ღილაკს დაწყება

გამოჩენილ გვერდზე ვააქტიურებთ ღილაკს კურსის გავლა/კურსზე წვდომა და გაიხსნება კურსი.

Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.