სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო, რომლის მიზანია საქართველოში ადმინისტრაციული და საკანონმდებლო პოლიტიკის, აგრეთვე საჯარო მმართველობის ეფექტური  რეფორმის დანერგვა, ახორციელებს საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსის მართვის სისტემების გაუმჯობესებას და ელექტრონული მმართველობის პროექტების შემუშავებას. 

ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად, საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს საჯარო სამსახურების წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას მრავალმხრივი სატრენინგო პროგრამებისა და კურსების საფუძველზე, რომელთა საჭიროებაც ვლინდება კვლევებზე დაფუძნებით, აგრეთვე სამსახურებრივი და კარიერული საჭიროებების დადგენის კონკრეტული, დამტკიცებული ფორმების მიხედვით. 

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურომ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UKaid-ის მხარდაჭერით შექმნა ელექტრონულ სასაწავლო პლატფორმა, რომელიც მომზადდა Moodle-ს ბაზაზე და  შესაძლებლობას აძლევს პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეიძინონ/გაიარონ ტრენინგ პროვაიდერების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა კურსები.

Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.