News
პროფესიული განვითარების ფორუმი

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაიმართა პროფესიული განვითარების მორიგი ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ განვითარებაზე მომუშავე ტრენინგ ცენტრებმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე განხილულ იქნა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სტანდარტები და ინდიკატორები, ტრენინგ ცენტრების მიერ შესავსები და ცენტრის მიერ დამტკიცებული თვითშეფასების ფორმა და „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიურო რეგულარულად მართავს მსგავსი სახის შეხვედრებს.

Lost your password? Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.